რა (არ) უნდა გავაკეთოთ 5 დეკემბრის სავსემთვარეობისას - მიხეილ ცაგარელის რეკომენდაცია
1764792846
„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი BBC-ს ფილმის მონაწილეების შეცვლილ პოზიციას აფასებს. მისი განცხადებით, ეს ადამიანები ამბობენ, რომ არ იციან, საერთოდ ეს ქიმიური იარაღი იყო თუ არა მავნე.
„ის ადამიანები, რომელთა მტკიცებულებებზეც BBC-მ გაავრცელა ეს ფეიკნიუსი, ამბობენ, რომ არ იციან, საერთოდ ეს ქიმიური იარაღი იყო თუ არა მავნე, არც კვლევა ჩაუტარებიათ. აქედან გამომდინარე, ეს ჰგავს იმას, როდესაც მაგალითად, კაცს მოწმეების ჩვენებების საფუძველზე აპატიმრებენ ადამიანის მკვლელობისთვის და როცა გამოძიება მოწმეებს მიადგება, ისინი ამბობენ, რომ არ დაგვინახავს, არ ვიცით, ვინ მოკლა, საერთოდ მოკლა თუ არა ადამიანი“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.
სუსი-ს მიერ გამოძიების დაწყების შემდეგ, BBC-ის რესპონდენტებმა რიტორიკა მკვეთრად შეცვალეს - ე.წ კამიტის შესახებ მტკიცებულება არ არსებობს. როგორც ისინი გამოკითხვაზე აცხადებენ, საგამოძიებო ფილმში ნახსენები ნივთიერების გამოყენების საკითხი მათ საერთოდ არ უკვლევიათ. ფილმის მონაწილეები აღარ ახსენებენ აკრძალულ ნივთიერებას და პასუხისმგებლობის მოხსნას ცდილობენ.
ჩახუნაშვილთა ოჯახის სამი წევრი ირწმუნება, რომ ე.წ. კამიტზე არანაირ ინფორმაციას არ ფლობენ და არც BBC-სთან ინტერვიუში უხსენებიათ. საქართველოს იმიჯის შემლახავ ფილმში BBC-ის სწორედ აქტივისტი ჩახუნაშვილების დასკვნას დაეყრდნო. ისინი უარყოფენ კავშირს ბრიტანული მედიის ფილმის შინაარსსა და ფილმში გამოყენებულ დასკვნას შორის.
გამოძიების ფარგლებში გამოიკითხნენ საია-ს წარმომადგენლებიც, რომლებიც ასევე არ ადასტურებენ კავშირს BBC-ის ფილმის შინაარსთან. პოლიტიკოსთა შეფასებით, აქტივისტებმა რიტორიკა მას შემდეგ შეცვალეს, რაც მათი პასუხისმგებლობის საკითხი დადგა.
„ქართული ოცნება“ BBC-ის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივ დავას იწყებს. ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.