რა (არ) უნდა გავაკეთოთ 5 დეკემბრის სავსემთვარეობისას - მიხეილ ცაგარელის რეკომენდაცია
1764792846
საქალაქო სასამართლოში გამოკითხვის შემდეგ, ექიმმა გიორგი ჩახუნაშვილმა მედიას განუცხადა, რომ „ბიბისი“ მათ კვლევებს ვერ გამოიყენებდა, რადგან მავნე ნივთიერებებზე მასში არაფერი ყოფილა ნათქვამი.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ის საქალაქო სასამართლოში გუშინ საღამოს გამოჰკითხეს. ჩახუნაშვილის თქმით, „ბიბისისთან“ ინტერვიუში ქიმიურ იარაღსა და მოწამვლებზე არაფერი უთქვამთ. გამოძიების კითხვებს გუშინ ის ადამიანები პასუხობდნენ, რომელთა ინფორმაციას და კვლევას „ბიბისი“ დაეყრდნო.
გუშინ ასევე გამოიკითხნენ ეკა გიგაური და კვლევის ერთ- ერთი ავტორი, ექიმი გელა ღუნაშვილი. სუს-მა გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების საქმეზე დაიწყო.
„ქართული ოცნება“ BBC-ის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივ დავას იწყებს.