1745863963
გურამ მაჭარაშვილი: ევროკავშირის ელჩმა თქვა, რომ არ დააფინანსებენ ქართულ ჯარს, რომელმაც სიცოცხლე არ დაიშურა ნატო-ს მისიებში და ლომჯარია-გიგაურს უყიდის „მოლოტოვის კოქტეილებს“ სამოქალაქო რევოლუციებისთვის

ევროკავშირის ელჩმა თქვა, რომ არ დააფინანსებენ ქართულ ჯარს, რომელმაც სიცოცხლე არ დაიშურა ნატო-ს მისიებში და ლომჯარია-გიგაურს უყიდის „მოლოტოვის კოქტეილებს“ სამოქალაქო რევოლუციებისთვისამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
დეპუტატი გამოეხმაურა „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“-ს განცხადებას.
„30 მილიონზე საუბრობს ევროკავშირის ელჩი და ამბობს, რომ თავდაცვის უნარიანობის გაძლიერების და იარაღის შეძენის ნაცვლად იმ ჯარისთვის, რომელმაც სიცოცხლე და ჯანმრთელობა არ დაიშურა საერთაშორისო მისიებში ნატო-ს ჯარისკაცებთან ერთად, ლომჯარია-გიგაურს უყიდის „მოლოტოვის კოქტეილებს“ სამოქალაქო რევოლუციებისთვის და რადიკალური პროცესებისთვის. ეს ნამდვილად არ არის ევროინტეგრაცია. ეს არის პირდაპირი დაფინანსება, რასაც ყოველთვის ვამბობდით, რადიკალური პროცესების და რაც უფრო მეტი იქნება ასეთი უსამართლო განცხადებები, საზოგადოებაში უფრო მეტი ნიჰილიზმი იქნება ამის მიმართ. ჩვენ ვერავინ ვერასდროს გვეტყვის, რომ ნატოსთან ვალდებულებები რაიმე სახით არ შევასრულეთ, მეტიც, ჩვენმა ჯარმა დადო სიცოცხლე და ჯანმრთელობა ნატოს ჯარისკაცებთან ერთად“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.
საზოგადოებრივმა მოძრობამ „ერთიანი ნეიტრალური საქართველო” დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია: „ამჟამად ჩვენი ქვეყნის ხსნა სწორედ ნეიტრალური პოზიციის დაკავებასა და ისეთი მეგობრების ძიებაშია, რომლებიც საქართველოს მიმართ გამოხატავენ პატივისცემას და არ მოითხოვენ ვასალურ დამოკიდებულებას“.