სპეცოპერაცია იტალიაში - დაკავებულია მინდია ლავასოღლი
1748638577
რა საკითხებს განიხილავენ დროებითი საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე - საკითხზე კომენტარი პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა გააკეთა.
„ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით გვყავს მოქალაქეები დაბარებული. ახნა-განმარტებას მისცემენ კომისიას იმის შესახებ, თუ რა მდგომარეობა იყო ოკუპირებულ და ტერიტორიებზე 2008 წლამდე და უშუალოდ ომის დროს. ეს არის ის პერიოდი, რომელიც საქართველოს უახლეს ისტორიაში არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი, ამავე დროს ძალიან ტრაგიკული. ბუნებრივია რომ ჩვენი კომისია გააგრძელებს მუშაობას და მტკიცებულებები იქნება საკმარისზე მეტი იმისათვის, რომ დასკვნაში არსებობდეს ნაციონალური მოძრაობის, როგორც რეჟიმის გაუქმების საფუძველი“, - აცხადებს მაჭარაშვილი.
დღეს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართება.