„საშინელი ტრაგედია ტრიალებს... მშობლებს უნახავთ გარდაცვლილი“ - ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა
1748807558
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე პოლიციელებს პროფესიულ დღეს ულოცავს.
„პოლიციელს, რომელსაც ხასიათის თვისებად უზის თავგანწირვა თავისი მოქალაქეებისა და სამშობლოსადმი, ბუნებრივია, უნდა მივულოცოთ თითოეულ მათგანს დღევანდელი დღე. ამიტომ არიან ისინი გმირები და ამიტომ იმსახურებენ ისინი საზოგადოებისგან პატივისცემას და დაფასებას თავისი ქვეყნისგან. ვულოცავ იმ ადამიანებს, რომელთაც ეს გმირობა სულსა და გულში უზით და წარმატებას ვუსურვებ მათ და მათ ოჯახის წევრებს მთელი ცხოვრების განმავლობაში.
ჩემთვის განსაკუთრებით სენსიტიურია მათი პროფესიული წარმატება. განსაკუთრებით დიდ პატივს ვცემ, მათ შორის იმის გამო, რომ წარსულში ეს ჩემი პროფესია გახლდათ. კიდევ ერთხელ, დიდი პატივისცემა და მილოცვა ჩემგან პირადად“, - განაცხადა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.