გურამ მაჭარაშვილი: BBC-ის ამერიკის პრეზიდენტიც უჩივლებს „ფეიკ“ ნიუსისთვის. არ არის გასაკვირი, რომ საქართველოში მოკალათებულმა „დიფ სთეითმა“ „ფეიკ ნიუსი“ გაუშვა BBC-ში, იქ თანხა იქნებოდა გადახდილი

მაჭარაშვილი

როგორც მან განაცხადა, ამერიკის პრეზიდენტიც კი აპირებს უჩივლოს BBC-ის იმ „ფეიკ“ ნიუსისთვის, რომელიც ამერიკის პრეზიდენტზე გაუშვა, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაზე საუბრისას.

მისი თქმით, საქართველოში მოკალათებულმა „დიფ სთეითმა“ „ფეიკ ნიუსი“ გაუშვა BBC-ში, რაშიც თანხა იქნებოდა გადახდილი.

„როგორც მან განაცხადა, ამერიკის პრეზიდენტიც კი აპირებს უჩივლოს BBC-ის იმ „ფეიკ“ ნიუსისთვის, რომელიც ამერიკის პრეზიდენტზე გაუშვა. თავად BBC-ის ხელმძღვანელობაც გადადგა ამის გამო. სამწუხაროდ, არ არის გასაკვირი, რომ ამ შემთხვევაში, საქართველოში მოკალათებულმა „დიფ სთეითმა“ „ფეიკ ნიუსი“ გაუშვა BBC-ში, იქ თანხა იქნებოდა გადახდილი, შესაბამისად, BBC-მაც გამოაცხო ეს ცრუ ნარატივი“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.

BBC-მ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ აქციაზე პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.

„ქართული ოცნება“ BBC-ის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივ დავას იწყებს. ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.