GORBI: კითხვაზე - რუსთავის მერის არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, ნინო ლაცაბიძეს გამოკითხულთა 83,8 %-იანი მხარდაჭერა აქვს, თამარ კეკენაძეს - 16,2 %

GORBI

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, კომპანია GORBI-მ ქვეყნის მასშტაბით საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩაატარა.

კითხვაზე, რუსთავის მერის არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას შემდეგი კანდიდატებიდან, პასუხები ასე გადანაწილდა:


„ქართული ოცნების“ კანდიდატ ნინო ლაცაბიძეს ხმას აძლევს გამოკითხული მოქალაქეების 83,8 %.

„გახარიას პარტიიდან“ თამარ კეკენაძეს - 16,2 %.გამოკითხვა ჩატარდა პირისპირი ინტერვიუს მეთოდით, 6-25 სექტემბრის პერიოდში, თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, ხაშურსა და თელავში. გამოიკითხა ორი ათასი ადამიანი. ცდომილების ზღვარი ქვეყნის მასშტაბით +/- 3 პროცენტია.