მერსი სულხანიშვილი "სარკასტიკის " წამყვანების წინააღმდეგ შეტანილ სარჩელზე, პირველ კომენტარს აკეთებს
1795636575
მიუხედავად სირთულეებისა, აუცილებელია დიალოგი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ზურაბაშვილმა, რომელმაც რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინთან 19 ნოემბერს მინსკში პირველი შეხვედრა გამართა.
ჟურნალისტი დაინტერესდა, როგორ წარმოუდგენია მას ამ ფორმატის მომავალი და რა პერსპექტივა აქვს დიალოგს.
„ჩვენ ვიმსჯელებთ ყველა იმ საკითხზე, რომელიც ადარდებს ჩვენს მოსახლეობას, რათა მივაღწიოთ ურთიერთობების დარეგულირებას, მივაღწიოთ ტერიტორიების გაერთიანებას. ამის გარეშე შეუძლებელი იქნება წინ წავიწიოთ და მივაღწიოთ ჩვენს მთავარ ოცნებას - ერთიან, ძლიერ საქართველოს“, - აღნიშნა ზურაბაშვილმა.