გიორგი ვოლსკი: ოპონენტებს როდესაც უსმენ, უცხოელია თუ ადგილობრივი, მთავარ თემად განსაკუთრებით ახალგაზრდებს აწვდიან შემდეგ ფორმულირებას, თითქოს ჩვენ ხვალ-ზეგ უნდა გავწევრიანდეთ ევროკავშირში და ვინაიდან თვითნებური დაკავებებია, პარტიების გაუქმებას ვაპირებთ, ამის გამო ეს ვერ მოხდება. ამ დროს თვითონ გაწევრიანების პროცესი საკმაოდ დიდი კითხვის ნიშნების ქვეშ დააყენეს

გია ვოლსკი

ოპონენტებს როდესაც უსმენ, მთავარ თემად განსაკუთრებით ახალგაზრდებს აწვდიან შემდეგ ფორმულირებას, თითქოს ჩვენ ხვალ-ზეგ უნდა გავწევრიანდეთ ევროკავშირში და ვინაიდან თვითნებური დაკავებებია, პარტიების გაუქმებას ვაპირებთ, ამის გამო ეს ვერ მოხდება, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ.

ვოლსკის თქმით, ამ დროს თვითონ გაწევრიანების პროცესიც საკმაოდ დიდი კითხვის ნიშნების ქვეშ დააყენეს.

„ოპონენტებს როდესაც უსმენ, უცხოელია თუ ადგილობრივი, მთავარ თემად საზოგადოებას, განსაკუთრებით ახალგაზრდებს აწვდიან შემდეგ ფორმულირებას, თითქოს ჩვენ ხვალ-ზეგ უნდა გავწევრიანდეთ ევროკავშირში და ვინაიდან თვითნებური დაკავებებია, პარტიების გაუქმებას ვაპირებთ, რომელთაც არასდროს არაფერი დაუშავებიათ და საერთოდ, „ქართული ოცნებაა“ ხელისუფლებაში, ამის გამო ეს ვერ მოხდება.

ამ დროს გაფართოების პოლიტიკა, თვითონ როდიდან განიხილება ეს საკითხი, რა პრეტენზიები და რა მოთხოვნებია? ახლა კიდევ იხილავენ საკითხს, რომ თუკი როდისმე ახალი წევრი შემოვიდა, 15 წლის განმავლობაში გადამწყვეტი ხმის უფლება არ ჰქონდეს. ასე რომ, თვითონ გაწევრიანების პროცესიც საკმაოდ დიდი კითხვის ნიშნების ქვეშ დააყენეს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ იმ სტანდარტით არ ვიაროთ, რომელიც განვაცხადეთ და კონსტიტუციაში ჩავწერეთ. თუკი ჩვენი პოზიცია შეუთანხმებელია მარტა კოსთან, თუნდაც ურსულა ფონ დერ ლაიენთან, ეს არაფერს ნიშნავს“, - აღნიშნა მან.

✕