გიორგი ვოლსკი „იარაღის შესახებ კანონში“ ცვლილების საჭიროებაზე: სამომავლოდაც არ უნდა იყოს შესაძლებლობა, საზოგადოებაში გაჩნდეს გარკვეული საშუალებები, რომ ადამიანებმა ერთმანეთზე იძალადონ

გიორგი ვოლსკი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი „იარაღის შესახებ საქართველოს კანონში“ შესატან ცვლილებებს აფასებს.

„ეს ცვლილებები აუცილებელია არა მხოლოდ იქიდან გამომდინარე, რომ ექსტრემისტული ჯგუფების წარმომადგენლები, ხელმძღვანელები, ორგანიზატორები გარკვეული სახის მოწყობილობებს იყენებენ იმისათვის, რათა დესტაბილიზაციას უფრო ინტენსიური ხასიათი ჰქონდეს საქართველოში. სამომავლოდაც არ უნდა იყოს შესაძლებლობა, საზოგადოებაში გაჩნდეს რაღაც გარკვეული საშუალებები, რომ ადამიანებმა ერთმანეთზე იძალადონ“, - განაცხადა ვოლსკიმ.

პარლამენტში თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე დღეს „იარაღის შესახებ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებზე“ იმსჯელებენ.