სამი შვილის დედა, რომელიც 24 წლის წინ დაიკარგა, ცოცხალი იპოვეს
1773037827
თუ ჩათვლის საკონსტიტუციო სასამართლო, რომ პარტიები უნდა გაუქმდეს, არანაირი ევროკავშირის წევრი ქვეყნების, მით უმეტეს, როდესაც ისინი არიან არა ობიექტურები, არამედ - მიკერძოებულები, ვფიქრობ, გათვალისწინებაც არ ღირს, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ანალიტიკოსმა, გიორგი ქაჯაიამ საკონსტიტუციო სარჩელზე საუბრისას.
მან ისაუბრა საკონსტიტუციო სარჩელის სისრულეში მოსვლის შემთხვევაში, როგორი იქნება ევრობიუროკრატების რეაქცია.
მისივე თქმით, საკონსტიტუციო სარჩელი დამუშავების პროცესშია და როგორც პრემიერმა განაცხადა, შესაძლოა, გვარები და სახელები და ასევე, პარტიები სახელები ჩაენაცვლოს და დაემატოს. ქაჯაიამ აღნიშნა, ძალიან დიდი იმედი აქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელში მოხსენიებულ პირებსა და პარტიებს ღირსეული პასუხი მიაგოს, რადგან ეს არის ქართველი ხალხის დაკვეთა.
„რაც შეეხება იმას, რომ თუ ამ პარტიების აკრძალვა მოხდება, შემდგომში რას მოიმოქმედებენ ევრობიუროკრატები, ამ ნაწილში რომ ვიმსჯელოთ, ევრობიუროკრატიასა და ზოგადად ევროკავშირს, კვაზილიბერალიზმმა მთლიანად დაანგრია და გამოშიგნა ევროკავშირი, რადგან შიდა პრობლემები აქვთ“, - განაცხადა ქაჯაიამ.
მან ასევე ისაუბრა ევროკავშირისთვის საქართველოს როლსა და მნიშვნელობაზე.
„ურსულა ფონ დერ ლაიენის რიტორიკის შეცვლაც, ვფიქრობ, უკავშირდებოდა იმას, რომ ევროკავშირი დღითი ბდღე სუსტდება. შესაძლოა, რომ გარკვეულ პერიოდში მოხდეს ისიც და ძალიან ბევრი ექსპერტი ადევნებს თვალს და დასკვნები იდება იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა, მთლიანად დაიშალოს. ამდენად, საით გვექაჩებიან ეს რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, ეს ჩვენთვის სრულიად გაურკვეველია. აქედან გამომდინარე, ევროკავშირიდან ჩვენ გვესმოდა თითის ქნევით დამოკიდებულებები და მოწოდებები, მაგრამ საქართველო, როგორც დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოა და თუ ჩათვლის საკონსტიტუციო სასამართლო, რომ ეს პარტიები უნდა გაუქმდეს, არანაირი ევროკავშირის წევრი ქვეყნების, მით უმეტეს, როდესაც ისინი არიან არა ობიექტურები, არამედ - მიკერძოებულები, ვფიქრობ, გათვალისწინებაც არ ღირს, მაშინ როდესაც ჩვენ ვხედავთ, ევროკომისიის პრეზიდენტის ბოლოდროინდელ განცხადებებს საქართველოსთან დაკავშირებით, რომ საქართველო ყოფილა ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა“, - განაცხადა ქაჯაიამ.