მალაიზიელ მამაკაცს 42 კბილი აქვს - სტომატოლოგების თქმით, უახლოეს მომავალში მას კიდევ 2 კბილი ამოუვა (VIDEO)

მალაიზიელი კაცი

მალაიზიელ მამაკაცს 42 კბილი აქვს - 10-ით მეტი, ვიდრე ადამიანებს საშუალოდ აქვთ. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

33 წლის პრათაბ მუნიანდი ამის გამო გინესის რეკორდების წიგნშიც შეიყვანეს. 

როგორც მამაკაცი ამბობს, ზედმეტი კბილების ქონა მას არანაირ პრობლემას არ უქმნის. 

„ადამიანები შოკირებულები არიან, როდესაც იგებენ, რომ მათზე 10 კბილით მეტი მაქვს",- აღნიშნავს მუნიანდი. 

თუმცა, ეს ყველაფერი არ არის - ცოტა ხნის წინ, მას სტომატოლოგებმა უთხრეს, რომ უახლოეს მომავალში კიდევ 2 კბილი ამოუვა.