მაკა ბოჭორიშვილი: ერთადერთი სწორი გზა არის ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული პრაგმატული საგარეო პოლიტიკის გატარება

მაკა ბოჭორიშვილი

ერთადერთი სწორი გზა, როგორც ჩვენ ვხედავთ, არის ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული პრაგმატული საგარეო პოლიტიკის გატარება, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „რუთავი 2“-ის ეთერში.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ქვეყნის სუვერენიტეტის დასაცავად მნიშვნელოვანია, ქვეყნის შიდა პოლიტიკა გათავისუფლდეს გარე ჩარევებისგან.

„სუვერენიტეტის დაცვა სწორედ ის ადგილია, სადაც ყველაზე მეტად ხდება საგარეო და საშინაო პოლიტიკის გადაკვეთა. საგარეო პოლიტიკის განხორციელებისას ყველაზე მნიშვნელოვანია იმ ხაზების დაცვა, რაც ეხება სწორედ სუვერენიტეტს. როდესაც ამაზე ვსაუბრობთ, ყველაზე მნიშვნელოვანია, შიდა პოლიტიკა გათავისუფლდეს გარე ჩარევებისგან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი როგორც ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, ისე ჩვენი საგარეო პოლიტიკის განხორციელებისთვის.

როდესაც საგარეო პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, ეს უნდა იყოს პირველ რიგში ისეთი, რომ უზრუნველვყოთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება და სტაბილური განვითარება, ხოლო შემდგომ მოდის უკვე ყველა სხვა დანარჩენზე საუბარი," - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.