9 სიმპტომი რომელიც მიგანიშნებთ, რომ მაგნიუმის ნაკლებობა გაქვთ
1773075109
ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
კომპანიის ცნობით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 მარტს 10:00-იდან 10:45 საათამდე ენერგომომარაგება შეეზღუდებათ აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: მისაქციელი, ახალუბანი, ნაოზა, აღდგომლიანთკარი, ნატახტარი, ნავაზი, ნავაზარი, სელექცია, წილკანი. 16:00-იდან 18:00 საათამდე - აბონენტებს სოფლებში: საგურამო, ახალსოფელი, არაშენდა, გალავანი, წილკანი, წეროვანი, ახალუბანი, კოტორაანთკარი, ბიწმენდი.
16:00-იდან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდებათ მომხმარებლებს სოფლებში: თხინვალა, ლისი, მსხალდიდი.
„სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.