დიდი პაუზის შემდეგ, ილია თოფურიას მეუღლე მიმართვას ავრცელებს
1773086964
ფერმერთა მხარდაჭერის მიზნით, სახელმწიფოს გადაწყვეტილებით, სარწყავი წყლის საფასურის სუბსიდირების პროგრამა პირველი აპრილიდან დაიწყება, – ამის შესახებ საქართველოს მელიორაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
მათივე ცნობით, სარწყავი წყლით მოსარგებლე გამრიცხველიანებულ მომხმარებლებს თანხა დაერიცხებათ გამოყენებული წყლის მოცულობის შესაბამისად; ერთი მ3 წყლის საცალო მიწოდების საფასური შეადგენს 0,0826 ლარს (დღგ-ს ჩათვლით), ხოლო საბითუმო ფასი წყალმომხმარებელთა ორგანიზაციისთვის (წმო) 0,0354 ლარს; 2026 წლის პირველი აპრილიდან 31 დეკემბრის ჩათვლით გაწეული მომსახურებისთვის წყალმომხმარებელი გადაიხდის მრიცხველის ჩვენების საფუძველზე დარიცხული წყლის საცალო მიწოდების საფასურს ერთწლოვანი კულტურებისთვის წელიწადში 116.5486 ლარამდე ოდენობით ჰექტარზე, ხოლო მრავალწლოვანებისთვის 102.0110 ლარამდე ოდენობით.
„სუბსიდირება გამრიცხველიანებულ მომხმარებლბზეც ვრცელდება (გარდა წყალმომხმარებელთა ორგანიზაციისა): თუ ერთწლოვან კულტურაზე მრიცხველის ჩვენების საფუძველზე მათ 116.5486 ლარზე მეტი დაერიცხებათ, აღნიშნული თანხის ზემოთ, სახელმწიფო დაუსუბსიდირებს 349.6458 ლარს ერთ ჰა-ზე, ხოლო გამოყოფილი სუბსიდიის თანხის ზედა ზღვრის გადაჭარბების შემთხვევაში, სხვაობას გადაიხდის გამრიცხველიანებული წყალმომხმარებელი; თუ მრავალწლოვან კულტურაზე მრიცხველის ჩვენების საფუძველზე 102.0110 ლარზე მეტი დაერიცხებათ, აღნიშნული თანხის ზემოთ, სახელმწიფო დაუსუბსიდირებთ 306.03 ლარამდე ოდენობის თანხას ერთ ჰა-ზე, ხოლო გამოყოფილი სუბსიდიის თანხის ზედა ზღვრის გადაჭარბების შემთხვევაში, სხვაობას გადაიხდის გამრიცხველიანებული წყალმომხმარებელი; ის წყალმომხმარებლები კი, რომლებიც წყალს მოიხმარენ სატბორე მეურნეობებისთვის, გადაიხდიან გამოყენებული წყლის გათვალისწინებით გადასახდელი თანხის 20 პროცენტს, მაგრამ არაუმეტეს 300 ლარს ერთ ჰექტარზე წელიწადში, მომსახურების საფასურის დარჩენილი ნაწილი კი, სუბსიდირებას დაექვემდებარება“, – აღნიშნულია საქართველოს მელიორაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.