„უდიდესი ტკივილის ქვეშ მიწევს ყოფნა...“ - გოგა მანია ახალ წინასწარმეტყველებას აქვეყნებს
1773090293
UFC-ის მსუბუქი წონის ქართველი ჩემპიონის ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე ჯორჯინა უზგატეგუი სოციალურ ქსელში დიდხნიანი პაუზის შემდეგ პოსტს აქვეყნებს და ქალებს ქალთა დღეს ულოცავს.
„დღეს, ქალთა საერთაშორისო დღეს, მინდა გავიხსენო ერთი მნიშვნელოვანი რამ, რომ ნამდვილი სიძლიერე ყოველთვის ხმამაღალი არ არის, ზოგჯერ ის ჩვენში ჩუმად ცხოვრობს. ქალთა დღეს, მინდა ჩავეხუტო ყველა ქალს, რომლებსაც ცხოვრების გარკვეულ მომენტში მოუწიათ უფრო ძლიერები ყოფილიყვნენ, ვიდრე ოდესმე წარმოედგინათ.
დაე, არასდროს დავკარგოთ ჩვენი არსი და ის, რაც უნიკალურებად გვაქცევს: ზრუნვის, ზრდისა და განვითარების უნარი. დაე, ამ დღემ შეგვახსენოს, რომ სიმშვიდე ძალაა, რომ სიცოცხლე უკვე არის მოტივაცია. გილოცავთ ქალთა დღეს!" - წერს ჯორჯინა უზკატეგუი.