დიდი პაუზის შემდეგ, ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე მიმართვას ავრცელებს
1773086964
პატარა მაკაკა პანჩის ისტორიამ სოციალური ქსელი მოიცვა. ინტერნეტსივრცეში ვირუსულად ვრცელდებოდა ვიდეო, სადაც დედისგან მიტოვებული პანჩი ფუმფულა სათამაშოს ეხუტებოდა.
პანჩის შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება. როგორც უცხოური მედია წერს, ბოლო პერიოდში პატარა მაიმუნი ზოოპარკში მცხოვრებ მაიმუნებს დაუმეგობრდა და გართობის ახალი გზა იპოვა. ორანგუტანგიც ნაკლებად უჭირავს ხელში.
ზოგადად, მაიმუნები დაბადების შემდეგ გარკვეული პერიოდი დედაზე არიან მიჯაჭვულები და სწორედ ამიტომ, ზოოპარკმა გადაწყვიტა, პანჩისთვის სევდის შესამსუბუქებლად სათამაშო მაიმუნი მიეცა. მოგვიანებით, მაკაკა დღის უმეტეს ნაწილს თავის სათამაშოსთან ატარებდა და, როცა სხვა მაიმუნები პანჩის არცთუ ისე კარგად ეპყრობოდნენ, მაკაკა ორანგუტანგს ჩაიკრავდა გულში ხოლმე.
„როცა პანჩი თავის სათამაშო ორანგუტანგს გადაეჩვევა, მეტად თავდაჯერებული და დამოუკიდებელი გახდება, სწორედ ამას ვიმედოვნებთ", - ამბობენ იჩიკავას ზოოპარკში.
@punchi.babypunch #punchkun #punchi #punch #babypunch ♬ เสียงต้นฉบับ - Punchkun🐵