გელა ბარკალაია მიმართვას ავრცელებს
1764877955
ამის მიზანი არის ისევ და ისე ჩვენი ქვეყნის დაშანტაჟება, ქვეყნის შიგნით გარკვეული არეულობის გამოწვევა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა BBC-ის ფილმზე საუბრისას.
მისი თქმით, ასეთი მასალა გარკვეული ბიუროკრატებისთვის შესაძლოა პოლიტიკური მანიპულირების შესაძლებლობად იქცეს.
„მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ჩვენ ვიცით, რომ ახლაც მიმდინარეობს ეუთოს მინისტერიალი, ასევე დეკემბერში იგეგმება ევროკომისიის კონკრეტული გადაწყვეტილებები, რა თქმა უნდა გარკვეული ბიუროკრატების ხელში ასეთი სიუჟეტები შეიძლება გახდეს პოლიტიკური მანიპულირების შესაძლებლობა“, - აცხადებს კახიანი.
BBC-იმ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ აქციაზე პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.
„ქართული ოცნება“ BBC-ის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივ დავას იწყებს. ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.პედიატრი, კონსტანტინე ჩახუნაშვილი მის მიერ ჩატარებულ კვლევასთან დაკავშირებით სუსში დაიბარეს.