რატომ ვსუქდებით „ნერვიულობაზე“ და როგორ დავამარცხოთ კორტიზოლის მუცელი – ნატა გაგუას რჩევები
1764795505
დონალდ ტრამპმა აშშ-ში მყოფ სომალელ მიგრანტებს „ნაგავი“ უწოდა და განაცხადა, რომ ისინი სახლში უნდა დააბრუნონ.
მედიის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა ამის შესახებ სომალელი არალეგალი მიგრანტების წინააღმდეგ იმიგრაციის აღსრულებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მინესოტაში გამართულ კაბინეტის სხდომაზე ტრამპმა სომალელები და კონგრესის წარმომადგენელი ილჰან ომარი გააკრიტიკა, რომელიც წარმოშობით სომალიდანაა და აშშ-ის მოქალაქეა. ტრამპის თქმით, „სომალელები საშინელებას აკეთებენ“.
„ისინი არაფერში გვეხმარებიან. მე არ მინდა, რომ ისინი ჩვენს ქვეყანაში იყვნენ, გულწრფელად გეტყვით. ჩვენ არასწორ გზას დავადგებით, თუ ჩვენს ქვეყანაში ნაგვის შეტანას გავაგრძელებთ. როდესაც ისინი ჯოჯოხეთიდან მოდიან, წუწუნებენ და მხოლოდ საშინელებას აკეთებენ, ჩვენ არ გვინდა ისინი ჩვენს ქვეყანაში. დაბრუნდნენ იქ, საიდანაც მოვიდნენ და გამოასწორონ სიტუაცია“, – განაცხადა ტრამპმა.
„ნიუ იორკ თაიმსმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მინეაპოლის-სენტ-პოლის მეტროპოლიტენის რაიონში, სადაც სომალელთა უმეტესობა ცხოვრობს, მიგრანტების დეპორტაციის შემთხვევები გახშირდა. მინეაპოლისში დაახლოებით 80,000 სომალელი ცხოვრობს.