ქვეყანა, რომელიც არ არსებობდა - ყველაზე მასშტაბური ტყუილი ისტორიაში
1773248687
გიორგი გამსახურდია, შინაგან საქმეთა მინისტრ გეკა გელაძისთვის ერთ-ერთი ოპოზიციური არხის ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვებს, რომელიც გელაძის მეუღლის მამას, ბიზნესმენ ზაურ ელიზბარაშვილს შეეხებოდა, სოციალურ ქსელში აფასებს.
გამსახურდიას განცხადებით, ოპოზიცია ისე განულდა, რომ შეთხზული ზღაპრებით ცდილობს ხალხისთვის თვალში ნაცრის შეყრას. მისივე ინფორმაციით, ელიზბარაშვილს, რომელიც "ელიზი ჯგუფის" ხელმძღვანელია, ბიუჯეტში უკვე რამდენიმე ათეული წელია მილიარდობით ლარი შეაქვს.
"აი ასეთი ე.წ ჟურნალისტები ყავს ამ უდღეურ და ქვეყნის მტერ დესტრუქციულ ძალას. იმდენად განოლდნენ რომ აი ამ სისულელეებით, თითიდან გამოწოვილი, თავიანთი შეთხზული ზღაპრებით ხალხს თვალში აყრიან ნაცარს. ზაურ ელიზბარაშვილს თურმე 2022 წლიდან დაუწყია ბიზნესი ამ იმბეცილებს რომ ჰკითხო. ზაური 40 წელი ბიზნესშია, ელიზი ჯგუფს, ზაურის თაოსნობით, მილიარდობით ლარი აქვს 4 ათწლეულის მანძილზე ბიუჯეტში გადახდილი. აი იმ წლებში, ესენი და ამათი მამები სამშობლოს რომ ყიდიდნენ მაშინ. კარგად მოუსმინეთ ამ მოაზროვნე ემბრიონს, ჟურნალისტი რომ ქვია, რას კითხულობს და საერთოდ რა ნარატივი უნდა რომ შექმნას ამ თავისი ბოდვებით..." - წერს გამსახურდია.