გიორგი ბოტკოველი: „ნაციონალური მოძრაობაც“, პროევროპული პარტიებიც აქტიურად იქნებიან ჩართული დოკუმენტების მიღებაში, რომლებიც ქართველი ხალხის სურვილებს გაამყარებს

 გიორგი ბოტკოველი

„მეგობარი აქტი“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტია, „ნაციონალური მოძრაობაც“ და ყველა პროევროპული პოლიტიკური პარტია აქტიურად იქნება ჩართული ყველა დოკუმენტის მიღებაში, რომელიც ქართველი ხალხის ინტერესს და ქართველი ხალხის სურვილებს გაამყარებს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.

მისი თქმით, ძალიან ბევრი მეგობარი და პარტნიორია, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული საქართველოს მხარდაჭერის პროცესში.

„მეგობარი აქტი“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტია. კონკრეტული სენატორები, კონგრესმენები, თუ ამერიკის სახელმწიფოს წარმომადგენლები დამატებით კიდევ რაღაც არგუმენტაციებს ელოდებიან.  „მეგობარი აქტის“ პირდაპირი განმარტება შეიძლება, არ იყოს მეგობარი, მაგრამ ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი მეგობარი და პარტნიორი, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერის პროცესში“, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

კითხვაზე, „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს თუ არა გეგმა, აპირებს თუ არა წაახალისოს ამ აქტის მიღების პროცესი, გიორგი ბოტკოველმა უპასუხა – „დარწმუნებული ვარ, „ნაციონალური მოძრაობაც“ და ყველა პროევროპული პოლიტიკური პარტია აქტიურად იქნება ჩართული ყველა დოკუმენტის მიღებაში, რომელიც ქართველი ხალხის ინტერესს და სურვილებს გაამყარებს“.