პენიტენციური სამსახური გიორგი დავითაძის საქმესთან დაკავშირებით ახალ ვიდეოკადრებს აქვეყნებს
1791200865
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში პირველად ესწრება ილია დარჩიაშვილი, ახლად დანიშნულ მინისტრს წარმატებები უსურვა.
მთავრობის მეთაურმა ასევე მადლობა გადაუხადა ილია დარჩიაშვილის წინამორბედს, დავით ზალკალიანს, რომელიც აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დაინიშნა.
„მინდა, კიდევ ერთხელ, ბატონ ილია დარჩიაშვილს ვუსურვო წარმატებები, მჯერა, რომ იგი იქნება წარმატებული მინისტრი, ასევე, ბატონ დავით ზალკალიანს კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა და ვუსურვო წარმატებები“, - აღნიშნა პრემიერმა.