„მოსალოდნელია დღეიდან, 15 ივნისამდე...“ - ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
1746383868
ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით, დღეს, პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას, გიორგი გამსახურდია twitter-ის გვერდზე გამოეხმაურა.
,,გაქნილმა შულერმა ხაზარაძემ და მისმა ამფსონმა ჯაფარიძემ, პრემიერის დაანონსებულ ანაკლიის პროექტს სიცრუე უწოდეს. სიცრუე იყო ის ბატონებო, რასაც თქვენი ჯიბის გასასქელებლად აკეთებდით, მაშინ როდესაც ვითომ პორტის აშენება ქვეყნისათვის გინდოდათ.
თქვენ მაშინდელ მოკავშირეებთან ერთად პოლიტიკაში", - წერს გიორგი გამსახურდია ,,ტვიტერის" გვერდზე.
ცნობისთვის, როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ,,ანაკლიის პორტი აშენდება სახელმწიფოს თანამონაწილეობით, სადაც 51 პროცენტის მფლობელი სახელმწიფო იქნება".