დაადგინეს გარდამტეხი ასაკი, როცა კაცებში გულის შეტევის რისკი ზრდას იწყებს - ახალი კვლევა
1770233760
აშშ-ში საქართველოს საელჩოს განცხადებით, ელჩმი თამარ ტალიაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს, დაგეგმარების პოლიტიკის უფროს მრჩეველს, ჯონათან ასკონასს და სპეციალურ თანაშემწეს, ჩარლზ იოკის საქართველოს საელჩოში შეხვდა.
საელჩოს ინფორმაციით, ქართულმა მხარემ "კვლავ გამოხატა აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვის მზაობა და ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის განახლების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი".
"შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები. აღინიშნა საქართველოს, როგორც რეგიონული დამაკავშირებლის როლი და განხილულ იქნა შუა დერეფნის სატრანსპორტო პოტენციალი. საუბარი შეეხო საერთაშორისო დონეზე მიმდინარე და განვითარებულ პროცესებს და ხაზი გაესვა რეგიონში მშვიდობის და სტაბილური განვითარების მნიშვნელობას.
ამერიკულმა მხარემ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა". - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მაკა ბოჭორიშვილის მოადგილე, ლაშა დარსალია "ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, ბრენდან ჰანრაჰანს შეხვდა".