1746474873
გაიშიფრა, რომ სამოქალაქო მოძრაობის უკან დგას "ნაცმოძრაობა" - მიხეილ სარჯველაძე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ჟურნალისტებთან აცხადებს, რომ ძალადობრივ ჯგუფებს არანაირი კავშირი არ აქვთ "ქართულ ოცნებასთან" და ე.წ. სამოქალაქო აქტივისტების უკან "ნაციონალური მოძრაობა" დგას.
"რეალურად, ამ სამოქალაქო მოძრაობის უკან გაიშიფრა, რომ დგას "ნაციონალური მოძრაობა" და მათი ლიდერების ადგილზე გამოჩენას მოჰყვება ხოლმე გარკვეული კონფლიქტური ვითარებების შექმნა, სხვადასხვა სიმწვავით, სხვადასხვა დოზით,"- აცხადებს სარჯველაძე.
3 ივლისისთვის აქციის მზადების პროცესი დაპირისპირებების და ინციდენტების ფონზე მიმდინარეობს.