მერსი სულხანიშვილი "სარკასტიკის " წამყვანების წინააღმდეგ შეტანილ სარჩელზე, პირველ კომენტარს აკეთებს
1795636575
გვჭირდება სანქციების პაკეტი, რომელიც საქართველოში ოლიგარქებს შეეხება, თუნდაც ერთსულოვნებას ვერ მივაღწიოთ და უნდა გავასაჯაროოთ იმ მთავრობების სახელები, რომლებიც ამას მხარს არ დაუჭერენ, - განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა, ნაჩო სანჩეს ამორმა.
„რა უნდა ვქნათ ისეთ შემთხვევებთან დაკავშირებით, როგორიც საქართველოა? მოქმედება უფრო ადრე უნდა დაგვეწყო. გამაფრთხილებელი ნიშნები გაცილებით ადრე დავინახეთ. მკაცრი გადაწყვეტილებების მიღება გვჭირდება. თუმცა ჩვენ საჩუქრები დავარიგეთ და რამდენიმე თვის შემდეგ აშკარა ავტორიტარული, პრორუსული უკუსვლა ვიხილეთ. ამ ეტაპზე ერთადერთი, რაც გაჭრის, სანქციებია, მაგრამ სანქციები, როგორც ჩანს, მხოლოდ მაშინ მუშაობს, როცა საქართველო რუსეთთანაა დაკავშირებული. მაგრამ რა ხდება დემოკრატიის მხარდაჭერაზე? გვჭირდება სანქციების პაკეტი, რომელიც საქართველოში ოლიგარქებს შეეხება - თუნდაც ერთსულოვნებას ვერ მივაღწიოთ - და უნდა გავასაჯაროოთ იმ მთავრობების სახელები, რომლებიც ამას მხარს არ დაუჭერენ“, - დასძინა მან.