მერსი სულხანიშვილი "სარკასტიკის " წამყვანების წინააღმდეგ შეტანილ სარჩელზე, პირველ კომენტარს აკეთებს
1795636575
კიდევ რამდენი ქართველი უნდა ჩასვან ციხეში, კიდევ რამდენი განაჩენი უნდა გამოიტანონ, სანამ ევროკავშირი ქმედით ნაბიჯებს გადადგამს? მსოფლიოში ცნობილ საოპერო მომღერალს, პაატა ბურჭულაძეს, შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, მიხეილ სააკაშვილი, ყოფილი პრეზიდენტი, რომელმაც საქართველო ევროპისკენ წაიყვანა, უკვე ხუთ წელზე მეტია, გისოსებს მიღმაა, - განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა მალგოჟატა გოშევსკამ.
„ივლისში „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ საქართველოში 91 პოლიტიკური პატიმარი შეიყვანა სიაში. ეს სია სრული არ არის. საქართველომ კურსი შეიცვალა: ახლა ის რუსული გავლენისკენ მიემართება, იქცევა სანქციებისთვის თავის არიდებისა და უკანონო კაპიტალის მოძრაობის ადგილად, ხოლო მისი დემოკრატია სისტემატურად იხრჩობა. დროა, დასრულდეს დეკლარაციები, ვითხოვ პერსონალურ სანქციებს ივანიშვილის ოჯახისა და მისი პოლიტიკური და ბიზნესწრის წინააღმდეგ: აქტივების გაყინვასა და ევროკავშირში შესვლის აკრძალვას. ნუ მივცემთ რუსულ ინტერესებს უფლებას, გაიმარჯვონ საქართველოში მისი მოქალაქეების ნებისა და ევროპული მომავლის საწინააღმდეგოდ“, - დასძინა მან.