ზოდიაქოს 1 ნიშანს, 2026 წლის მარტში ყველაზე მეტი წარმატება და იღბალი ელოდება
1773262231
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, ევროკავშირს ერთხელ მაინც რომ ეთქვა ის, რაც ეუთოს მისიის ახალმა ხელმძღვანელობამ პრეზიდენტის სასახლის შტურმზე და არჩევნებთან დამოკიდებულებაზე თქვა, ის რაც საქართველოში მოხდა ბოლო პერიოდების განმავლობაში არ მოხდებოდა.
როგორც ქადაგიშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში განმარტა, ევროკავშირს მსგავსი განცხადება რომ გაეკეთებინა, ოპოზიციის უგუნურ პოლიტიკას შეწირული ახალგაზრდები ქვეყანაში არ იქნებოდნენ.
"ის ევროკავშირი, ვისაც ერთხელ არ მოუტრიალდა ენა იმის სათქმელად, რაც დღეს ეუთოს მისიის ახალმა ხელმძღვანელობამ თქვა პრეზიდენტის სასახლის შტურმზე და არჩევნებთან დამოკიდებულებაზე. ევროკავშირის ერთხელ რომ დასცდენოდა ასეთი სიტყვა, ხომ არ იქნებოდა ეს პერიპეტიები, ხომ არ იქნებოდა რევოლუციაზე მიშვებული ახალგაზრდები, რომლებსაც დღეს პოლიტ პატიმრებს ეძახიან. ისინი პოლიტ პატიმრები კი არ არიან, მათ უგუნურ პოლიტიკას შეწირული ადამიანები არიან - ახალგაზრდების დიდი ნაწილი, რომლებიც პრინციპში მოატყუეს", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.