ე.წ. მეგობარი აქტი, დაფუძნებულია არა მხოლოდ მცდარ ფაქტებზე, არამედ თავისი არსით არის ამოყირავება რეალობისა, რაც სინამდვილეში საქართველოშია. პარლამენტი აუცილებლად დააფიქსირებს თავის პოზიციას განცხადების სახით - შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

ე.წ. მეგობარი აქტი, რომელსაც, როგორც ვნახეთ თავადაც შეუცვალეს სახელი, გამომდინარე იქიდან, რომ ყველაფერი იყო ეს გარდა მეგობრობისა, დაფუძნებულია არა მხოლოდ მცდარ ფაქტებზე, არამედ თავისი არსით არის ამოყირავება რეალობისა, რაც სინამდვილეში საქართველოშია, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე.

მისივე თქმით, აქედან გამომდინარე, მათი მიზანი როგორც ყოველთვის არის რომ, კიდევ ერთხელ ყველას აჩვენონ თუ რა არის რეალობა არგუმენტებზე და მყარ ფაქტებზე დაყრდნობით.

„ზოგადად, მინდა აღვნიშნო, რომ ის ე.წ. მეგობარი აქტი, რომელსაც, როგორც ვნახეთ თავადაც შეუცვალეს სახელი, გამომდინარე იქიდან, რომ ყველაფერი იყო ეს გარდა მეგობრობისა, რაც ჩვენ იქ ამოვიკითხეთ, დაფუძნებულია არა მხოლოდ მცდარ ფაქტებზე, არამედ თავისი არსით არის ამოყირავება რეალობისა, რაც სინამდვილეში საქართველოშია. აქედან გამომდინარე, ჩვენი მიზანი როგორც ყოველთვის არის რომ, კიდევ ერთხელ ყველას ვაჩვენოთ თუ რა არის რეალობა არგუმენტებზე და მყარ ფაქტებზე დაყრდნობით. ასევე, გავაკეთოთ ჩვენი შეფასება ამასთან დაკავშირებით, ვინაიდან ეს, რა თქმა უნდა, ეწინააღმდეგება მეგობრობის ყოველგვარ გაგებას რაც ჩვენ ვნახეთ წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული ე.წ. მეგობარი აქტის სახით.ასე, რომ საზოგადოებას ექნება შესაძლებლობა ამ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობაც იხილოს და პარლამენტი აუცილებლად დააფიქსირებს თავის პოზიციას პარლამენტის განცხადების სახით“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.