ერთი მიზეზი მითხარით, რატომაც საქართველოს მოქალაქეებმა ამის გამოძიებებს უნდა დაუჯერონ ბიძინა ივანიშვილზე? - ჩერგოლეიშვილი ხაბეიშვილზე

“ტაბულას„ რედაქტორი

„ხაბეიშვილი თავის სპონსორს, დავით კეზერაშვილს აბრალებდა რომ მან ქვეყნის ბიუჯეტი გაძარცვა, მილიონები მოიპარა და დასასჯელია“,- ამის შესახებ „ტაბულას“ დამფუძვნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი წერს.

„დღეს, როცა კეზერაშვილს წველის, ეს ადამიანი ამბობს, რომ კეზერაშვილს აქამდე ცილს წამებდა და ცილისწამების მიზეზად ვიღაც სხვა ხალხთან შეუთავსებლობას ასახელებს. ერთი მიზეზი მითხარით, რატომაც საქართველოს მოქალაქეებმა ამის გამოძიებებს უნდა დაუჯერონ ბიძინა ივანიშვილზე? ვინც ამის ორგანიზაციაში მუშაობთ და ამის გამოძიებებზე პასუხისმგებლობას იღებთ, მართლა ფიქრობთ რომ თქვენ პოლიტიკური მომავალი გაქვთ?

მართლა ფიქრობთ, რომ ასეთი ბინძური ცილისმწამებლებისაა ამ ქვეყნის პოლიტიკური მომავალი? მართლა ფიქრობთ რომ ამ გზით წაიყვანთ ქართველ ხალხს ევროპისკენ? გახსოვდეთ, რომ ამ ქვეყანაზე ქაღალდის გარდა, კიდევ არის სინდისი. პირობას გაძლევთ, რომ ხაბეიშვილთან მუშაობის ლაქას ვერასოდეს ჩამოირეცხავთ. ჩემი პროგნოზი ახდება, თუ სხვისი - დაელოდეთ“,- წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.