ფარული ნიშნები, რომლებიც შეიძლება მიუთითებდეს კიბოს ადრეულ სტადიაზე - ონკოლოგის რჩევები
1782633120
ელენე ხოშტარიას მკურნალი ექიმი, პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის მიწვევით, უწყებაში იმყოფებოდა და სამსახურის გენერალურ დირექტორს შეხვდა.
გიორგი პატარიძის განმარტებით, მსჯავრდებულ პოლიტიკოსს ექიმი ციხეში ორშაბათს კიდევ ერთხელ მოინახულებს, რის შემდეგაც მკურნალობის ტაქტიკა დაიგეგმება.
ექიმი ამბობს, რომ იყო ხანგრძლივი საუბარი და მომდევნო შეხვედრაზე უკვე დეტალები დაზუსტდება.
მანამდე, პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი აცხადებდა, რომ მას შემდეგ, რაც ექიმმა განაცხადა, რომ პაციენტი მწვავე ტკივილების გამო ვერ გასინჯა, მედიკოსს უწყებაში დაუყოვნებლივ მისვლა და შეხვედრა რამდენჯერმე შესთავაზეს, თუმცა, დროის უქონლობის გამო, ის შეხვედრის ჩატარებას ორშაბათს ითხოვდა, პენიტენციური სამსახურის ბოლო განცხადების შემდეგ კი შეხვედრას დათანხმდა და უწყებაში მივიდა.
მისი განცხადებით, დეტალურად განიხილეს ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხი.
"დაწვრილებით საუბარი იყო ქალბატონ ელენეს მდგომარეობაზე - რატომ შეიცვალა დიაგნოზი, რა მონაცემის საფუძველზე შეიცვალა და რა სჭირდება პაციენტს იმისთვის, რომ ჩაუტარდეს ადეკვატური მკურნალობა", - განაცხადა მედიცინის დოქტორმა მაკა იოსელიანმა.