გერმანიაში პოლიციამ ხალხის გასაგრილებლად წყლის ჭავლი გამოიყენა

წყლის ჭავლი

გერმანიაში პოლიციამ ხალხის გასაგრილებლად წყლის ჭავლი გამოიყენა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მხოლოდ შაბათს სამართალდამცველებმა 18 000-მდე ლიტრი წყალი დახარჯეს.

ცნობისათვის, პარასკევს გერმანიაში 41.3 გრადუსი სიცხე დაფიქსირდა. ანომალიური სიცხის ფონზე გერმანული სარკინიგზო კონცერნი „დოიჩე ბანი“ და სხვა სარკინიგზო კომპანიები მგზავრებს მოუწოდებენ, თავი აარიდონ მგზავრობას საქალაქთაშორისო და რეგიონულ მარშრუტებზე.