„თავი ნებისმიერ დღეს არ დაიბანოთ, წყალს თავისი ენერგია აქვს“ - ეზოტერიკოსი დღეებს ასახელებს
1782634200
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოსა და ამავე დეპარტამენტის იმერეთის საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის და დამხმარე სათავსოების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს იარაღები, ხელყუმბარები,მჭიდები და სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 1200 ვაზნა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 260-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.