ელენე ხოშტარიას მითითებაა, რომ არ მივიღოთ მონაწილეობა მტკიცებულებების გამოკვლევის პროცესში და არ ვისარგებლოთ დაცვის მხარის უფლებებით - ელენე ხოშტარიას ადვოკატი

ელენე გამყრელიძე

თბილისის საქალაქო სასამართლოში კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებაში ბრალდებული "დროას" ლიდერის, ელენე ხოშტარიას სასამართლო პროცესი გაიმართა. სხდომას ხოშტარია არ დასწრებია.

სასამართლოს ჩვენება რამდენიმე მოწმემ მისცა, მათ შორის, საქმის გამომძიებელმა.

"ელენე ხოშტარიას პოზიციით ვხელმძღვანელობთ პირველ რიგში და მისი მითითებაა, რომ არ მივიღოთ მონაწილეობა მტკიცებულებების გამოკვლევის პროცესში და არ ვისარგებლოთ დაცვის მხარის უფლებებით. ელენე ხოშტარიას ქმედებაში არ იკვეთება დანაშაულის ნიშნები, შესაბამისად, იმედი მაქვს, რომ სასამართლო მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას. უშუალოდ, საქმის მთავარი გამომძიებელი, ამ საქმეზე, ჯერჯერობით, არ გამოკითხულა," - აცხადებს ელენე ხოშტარიას ადვოკატი, ელენე გამყრელიძე.

შეგახსენებთ ბანერის დაზიანებისთვის ელენე ხოშტარიას აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000 ლარის ოდენობით საპატიმრო გირაო შეეფარდა, თუმცა მან გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა სამართალდამცველებმა ელენე ხოშტარია 15 სექტემბერს დააკავეს.