ეკა სეფაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" და მისი მოკავშირეების კანონგარეშედ გამოცხადებაზე: ძალიან ბევრი სპეკულაცია ისმის რადიკალური და იმ აგენტურის ფრთისგან, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში, საქართველოს სახელმწიფოებრიობის ჩამოშლას ცდილობდა

ეკა სეფაშვილი

,,ქართული ოცნება" "ნაციონალური მოძრაობის" და მისი მოკავშირეების კანონგარეშედ გამოცხადებას ითხოვს. უკვე თითქმის მზად არის სარჩელი, რომელიც მიმდინარე კვირას საკონსტიტუციო სასამართლოში უნდა შევიდეს.

ვინ აიკრძალება და ვინ დარჩება ქართულ პოლიტიკაში - გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელის ჩაბარებიდან 9-თვიან ვადაში უნდა მიიღოს. იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნა დაკმაყოფილდება, "ნაციონალური მოძრაობა", კომუნისტური პარტიის შემდეგ, იქნება მეორე პოლიტიკური ძალა, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არაკონსტიტუციურად გამოცხადდება.

აღნიშნულ თემაზე, შეფასებები კეთდება პოლიტიკურ სპექტრში.

"ძალიან ბევრი სპეკულაცია ისმის რადიკალური და იმ აგენტურის ფრთისგან, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში, ცდილობდა საქართველოს სახელმწიფოებრიობის ჩამოშლას, საქართველოში არეულობის გამოწვევას. ეს არის სარჩელი, რომელიც მიმართულია ცალკეული პირების, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" და მისი სხვადასხვა განშტოების მავნებლური საქმიანობის წინააღმდეგ. ასე რომ, ვისაც ქვეყნის წინაშე არ აქვს ჩადენილი დანაშაული და ღალატი, მათ, რა თქმა უნდა, არაფერი არ ემუქრება," - განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილემ, ეკა სეფაშვილმა.