როგორი იქნება 2026–2027 წლების ზამთარი - სინოპტიკოსები უპრეცედენტო ოკეანურ ანომალიებზე საუბრობენ
1786298567
ძალიან უხერხულია ამ ხელფასიან ბოიკოტში ყოფნა, - ეს განცხადება პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას გააკეთა.
„ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება იმას, რასაც ევროპელები გვეუბნებიან, ეს ერთი. მეორე, ძალიან უხერხულია ამ ხელფასიან ბოიკოტში ყოფნა. თუ უნდათ, რომ უარი თქვან საპარლამენტო ცხოვრებაზე, მაშინ უარი თქვან მანდატებზე და ეს უფრო სწორი და გასაგები იქნება ყველასთვის. თან არაფერი აკეთო ამ შენობაში და თან ყველა პრივილეგიით ისარგებლო ეს მგონი ძალიან უხერხულია“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.
ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო საქმიანობას წყვეტს და საგანგებო რეჟიმზე გადადის.