ახალი სასწავლო წლის კალენდარი ცნობილია
1785873959
„ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს მეორე დღეა არ აქვთ პასუხი კითხვაზე - რატომ გახდა რუსეთი ომის დამნაშავე უკრაინაში საომარი მოქმედებების დროს და არა აგვისტოს ომის შემდეგ.
პრემიერ-მინისტრის წერილის გამოქვეყნების შემდეგ პარტიის მხოლოდ რამდენიმე წევრმა აღიარა, რომ აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთის მიმართ სააკაშვილის მთავრობის ლოიალურ დამოკიდებულებებს ხელი ევროპულმა ძალებმა შეუწყვეს. მმართველი გუნდისთვის ეს არის კიდევ ერთი დასტური, რომ ოპოზიცია ვალდებულია გარე დაკვეთით დავალებები სრულყოფილად შეასრულოს. ნაციონალური მოძრაობის მიერ საკუთარი სახელმწიფოსა და ხალხის წინაშე ჩადენილი დანაშაულის შედეგებზე პრემიერ-მინისტრმა ვრცელი წერილი და ანალიზი გუშინ გამოაქვეყნა. ირაკლი კობახიძე სვამს არაერთ კითხვას - რატომ გამოაცხადა უცხოურმა აგენტურამ რუსეთი დაუძნიებელ მტრად მხოლოდ უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ და რატომ იქცნენ ისინი რუსოფობებად ახლა და არა მაშინ, როცა საქმე საქართველოს ეხებოდა.
პარტია „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლაშა ფარულავა აცხადებს, რომ ევროპაში ხვდებიან 2008 წელს დაშვებულ შეცდომას.
„ევროპაში ეგონათ, რომ ენერგეტიკული თანამშრომლობა შესაძლებელი იყო პუტინთან, მაგრამ აღმოჩნდა, რომ 2015 წელს ის ბარბაროსი აღმოჩნდა და თავს დაესხა უკრაინას და მოახდინა ყირიმის ანექსია და შემდეგ ჩვენ ვნახეთ ბარბაროსული თავდასხმა უკრაინაში. ამიტომ დღეს, ევროპაში ხვდებიან, რომ 2008 წელს შეცდომა დაუშვეს.
ჩვენ რაც შევძელით, ის გავიტანეთ, რაც შეეხება რეზოლუციას, კიდევ ერთხელ გაგიმეორებთ, რომ მაშინ იყო ევროპაში განწყობა, რომ შეიძლებოდა თურმე პუტინთან ენერგეტიკულ საკითხებზე თანამშრომლობა და არ ჰქონდა სრული მხარდაჭერა საქართველოს,"- აცხადებს ფარულავა.