„დედობა შვილის გარდაცვალებით არ მთავრდება” - თიკო ჩხეიძის ემოციური მიმართვა შვილმკვდარ დედებს

Tiko chxeidze

მოდელმა თიკო ჩხეიძემ 11 წლის ქალიშვილის გარდაცვალების შესახებ ისაუბრა. მას და ფეხბურთელ ნუკრი რევიშვილს უბედური შემთხვევის შედეგად 11 წლის ქალიშვილი ტატა რამდენიმე წლის წინ გარდაეცვალათ.

„მე და ტატა ერთად აღარ ვართ, მაგრამ მეც მიხარია დედის დღე, რადგან ტატამ გამხადა დედა… დედებმა, რომელთაც მხოლოდ ერთი შვილი ჰყავდათ და აღარ ჰყავთ, ხომ იციან, რამხელა სიყვარულია ეს, რა არის დედობა, როგორია, როცა შვილი გყავს. დედობა შვილის გარდაცვალებით არ მთავრდება.“ - თქვა მოდელმა.

შვილის გარდაცვალებას თიკომ წიგნიც მიუძღვნა.