დავით მათიკაშვილი ავტომობილების იმპორტის ახალ რეგულაციებზე: ვინც ამას ეწინააღმდეგება, ის ეწინააღმდეგება ჩვენი შვილების ჯანმრთელ გარემოს

დავით მათიკაშვილი

საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი „ქრონიკასთან“ ავტომობილების იმპორტთან დაკავშირებულ ახალ რეგულაციებს გამოეხმაურა.

„სახელმწიფოს ვალდებულებაა მსგავს მოცემულობაში აქტიურად ჩაერთოს და მაქსიმალურად ხელი შეუწყოს იმას, რომ გარემო პირობები გაჯანსაღდეს. ვინც ამას ეწინააღმდეგება, ის ეწინააღმდეგება ჩვენი შვილების ჯანმრთელ გარემოს“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

მთავრობის დადგენილებით, საქართველოში პირველი აპრილიდან იკრძალება 6 წელზე მეტი ასაკის M1 კატეგორიის ავტომობილების იმპორტი, პირველადი და დროებითი რეგისტრაცია.