„მოსალოდნელია უჩვეულო დათბობა“ - მეტეოროლოგი უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზზე წერს

კობა ფარტენაძე

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე, სოციალურ ქსელში, უახლოეს დღეებში, საქართველოში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს აქვეყნებს. 

„მოსალოდნელი უჩვეულო დათბობა: ბუნების საჩუქარი სიყვარულის თვეში.
კიდევ ერთი ცივი პერიოდი დასრულდა და სანაპირო კურორტებზე, უკვე იგრძნობა წინა საგაზაფხულო სითბო. ბათუმში დღეს +23 გრადუსი დაფიქსირდა - ქალაქი სიხარულით სუნთქავს, ღიმილით ვხვდებით ერთმანეთს.
14 თებერვლის საღამოდან და 15 თებერვლის ღამეს დასავლეთში წვიმაა მოსალოდნელი, აღმოსავლეთში კი ძირითადად ძლიერი ქარი იქნება, მაგრამ ეს მხოლოდ მცირე შეხსენებაა იმისა, რომ ზამთარი ნელ-ნელა უკან იხევს.

16 თებერვალს მყარი ანტიციკლონური მდგომარეობის ჩამოყალიბებით და ადგილობრივი კლიმატური ფაქტორების გათვალისწინებით:
• დასავლეთში და სანაპიროზე +24, +26 გრადუსამდე დათბება.
• აღმოსავლეთში კი 17, +19 გრადუსამდე მოიმატებს ტემპერატურა.
ეს დღეები წინასწარ ზეიმად იქცევა გაზაფხულის - სითბო, სინათლე და ახალი იმედი... რა სჯობს, როცა ბუნება გვახსენებს, რომ ყოველი სიცივე დროებითია და წინ ყოველთვის სითბო და სიცოცხლე გველის...“, - წერს მეტეოროლოგი.