„ასე შეგვაშინა...“ - როგორია მარიამ კოხრეიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა და რას ჰყვება დანტესი
1771014875
ასტროლოგი და ეზოთერიკოსი ქეთი ოდიშელი მზის დაბნელების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
„გვიახლოვდება მზის დაბნელება.
მიაყურადეთ, იყავით მეტად ყურადღებით გარკვეული სამყაროსეული მინიშნებების მიმართ და იცოდეთ, რომ ყველაფერი, რაც ახლა ხდება ექვემდებარება კორექტირებას, ასე რომ გაიაზრეთ, იმოქმედეთ და შეცვალეთ ის, რაც არ მოგწონთ თქვენში ან გარემოში.
მზის დაბნელების ტენდენციებზე მალე მოგიყვებით, მანამდე კი გთავაზობთ საინტერესო ინფორმაციას სხვადასხვა ქვეყნებში მზის დაბნელებების თემაზე.
ჩინურ მითოლოგიაში თვლიდნენ, რომ მზის დაბნელების დროს მას გიგანტური დრაკონი შთანთქავდა. ადამიანები გამოდიოდნენ გარეთ ურტყამდნენ დოლებს, რათა დრაკონი შეეშინებინათ და მზე დაეხსნათ.
ინდუსებს კი სჯეროდათ, რომ ცაში დაფრინავდა დემონი რაქუს მოჭრილი თავი, რომელიც მზეს ყლაპავდა, მაგრამ ის ისევ ჩნდებოდა, რადგან დემონს სხეული არ ჰქონდა.
ძირძველი ამერიკელი ჩოკტოს ხალხი ოკლაჰომაში დარწმუნებული იყვნენ, რომ მზეს შავი ციყვი ფუნილუსა შთანთქავდა, რომელსაც ასევე ხმაურით აშინებდნენ.
ინდიელი პომოს ტომი თვლიდა, რომ მზის გამტაცებელი დათვი იყო.
სლავებს მიაჩნდათ, რომ მზეს მაქცია ყლაპავდა.
აი ძირძველი ციმბირის მცხოვრებლები კი მზის გაქრობაში ვამპირებს ადანაშაულებდნენ“, - წერს ქეთი ოდიშელი.