პატრიარქი სამძიმრის წერილს ავრცელებს
1759173191
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ თეთრ სახლში ყოფნისას, კატარს ბოდიში მოუხადა დოჰაზე განხორციელებული იერიშის გამო. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ისრაელურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ერთ-ერთმა წყარომ, რომელიც ინფორმირებულია ამ საკითხზე, ასევე დაადასტურა, რომ ნეთანიაჰუმ ბოდიში მოუხადა კატარის პრემიერ-მინისტრს თეთრი სახლიდან სატელეფონო ზარის დროს.
ისრაელური წყაროს ცნობით, ნეთანიაჰუს ბოდიში „ჰამასის“ სამიზნეში ამოღების გამო არ მოუხდია, არამედ კატარის სუვერენიტეტის დარღვევისთვის, რაც დარტყმის განხორციელებას მოჰყვა.
კვირას მიცემულ ინტერვიუში ნეთანიაჰუმ განაცხადა: „ჩვენი მიზანი იყო „ჰამასი“. არა სხვა რამ. ვფიქრობ, ამაზე შეგვიძლია შეთანხმებას მივაღწიოთ“.
ისრაელური წყაროს თქმით, ეს ბოდიში შეთანხმების ნაწილია, რომლის მიხედვითაც კატარმა ზეწოლა უნდა მოახდინოს „ჰამასზე“, რათა მიიღოს ტრამპის ადმინისტრაციის 21-პუნქტიანი წინადადება ომის დასრულების შესახებ.