ჩვენი თბილისი არის მეგობრობის, სიყვარულის, სიცოცხლის ქალაქი და სწორედ ამ სიხარულის მოზიარენი ვართ თითოეული ჩვენგანი - ირაკლი ზარქუა

ზარქუა

დედაქალაქში შემოდგომის მთავარი დღესასწაული გრძელდება. "თბილისობა 2026" მასშტაბურად აღინიშნება.

პროგრამა მრავალფეროვანია - გასართობი, შემეცნებითი და კულტურული ღონისძიებები ერთმანეთის პარალელურად დედაქალაქის ხუთ წერტილში იმართება. საბავშვო სივრცე, გასტრონომიული ფესტივალი, სამეწარმეო მარკეტი, სპორტული აქტივობა, ხელოვნების ნიმუშების გამოფენა, პერფორმანსი და მუსიკალური საღამო, ეს აქტივობების მხოლოდ ერთი ნაწილია.

ორბელიანის მოედანზე დღეს დედაქალაქის მერი იმყოფებოდა. კახა კალაძემ მოქალაქეებს თბილისობის დღესასწაული მიულოცა.

დედაქალაქის მერის გარდა მოქალაქეებს დღესასწაული მიულოცა პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ.

"ყველა ცდილობს, რომ ბავშვებს, თავის მეგობრებს გაუზიაროს ამ ქალაქის ხიბლი, ამ ქალაქის სიხარული. მშვიდობა გვაქვს და ამ მშვიდობამ მოგვცა შესაძლებლობა, რომ ასეთი დღესასწაულები ჩავატაროთ. მე ჩემს შვილებთან ერთად, ისევე როგორც ჩემი კოლეგები, დავსეირნობთ.

კიდევ ერთხელ, ყველას ვულოცავ ვისაც ამ ქვეყნისთვის, ამ ქალაქისთვის მშვიდობა უნდა, სიყვარული უნდა. დედაქალაქი, ჩვენი თბილისი არის მეგობრობის, სიყვარულის, სიცოცხლის ქალაქი და სწორედ ამ სიხარულის მოზიარენი ვართ თითოეული ჩვენგანი", - აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

✕