მტკვარში გიორგი შამუგიას ცხედარი იპოვეს
1748082117
პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გამართულ საზეიმო ღონისძიებას, უნგრეთის ელჩი პოლონეთის რესპუბლიკაში ისტვან იგიარტო დაესწრო.
„უნგრეთსა და საქართველოს შორის ყოველთვის მეგობრული ურთიერთობა იყო, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს, მხარს ვუჭერთ საქართველოს მისწრაფებებს და მინდა თქვენ ხალხს ვუსურვო ყველაფერი საუკეთესო ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს“, - განაცხადა ისტვან იგიარტომ.