ჭაო იდე: გვჯერა, რომ ნულოვანი ტარიფების პოლიტიკის უკეთ გამოყენებით შევძლებთ ჩინური ავტომობილების, ელექტრონიკის ექსპორტის გაზრდას საქართველოში, ხოლო ქართული ღვინო და მინერალური რესურსები უფრო ფართოდ შევა შაანსის ბაზარზე

ჭაო იდე

ვაჭრობის მიმართულებით გვჯერა, რომ ნულოვანი ტარიფების პოლიტიკის უკეთ გამოყენებით შევძლებთ ჩინური ავტომობილების, ელექტრონიკისა და მექანიკური პროდუქციის ექსპორტის გაზრდას საქართველოში, ხოლო ქართული ღვინო და მინერალური რესურსები უფრო ფართოდ შევა შაანსის ბაზარზე, - განაცხადა შანსის პროვინციის კომიტეტის მდივანი, კონგრესის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარე ჭაო იდემ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრისას.

მისი თქმით, კავშირებისა და ტრანსპორტის მიმართულებით, საქართველო მნიშვნელოვან ჰაბს წარმოადგენს ჩინეთ-ევროპის სატვირთო მატარებლების დასავლეთის მარშრუტზე.

„ჩემთვის დიდი პატივია, შევხვდე პარლამენტის თავმჯდომარეს დელეგაციასთან და ჩემს კოლეგებთან ერთად შაანსიში. ჩინეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 34 წლის წინ დამყარდა. საქართველო ასევე არის ჩინეთის პირველი სტრატეგიული პარტნიორი სამხრეთ კავკასიის რეგიონში. გასული 34 წლის განმავლობაში ორივე მხარე ყოველთვის იცავდა ურთიერთპატივისცემისა და ურთიერთგაგების პრინციპებს და მუდამ მიჰყვებოდა ურთიერთსარგებლის გზას.

განსაკუთრებით გასულ წელს, პრეზიდენტმა სი ძინპინმა და საქართველოს პრეზიდენტმა გაცვალეს მისალოცი წერილები, რომლებმაც ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის ახალი მიმართულება განსაზღვრა. ორი ქვეყნის ლიდერების ხელმძღვანელობით, ჩინეთსა და საქართველოს შორის პარტნიორობა სხვადასხვა სფეროში კიდევ უფრო მჭიდრო გახდა.

უპირველეს ყოვლისა, ვაჭრობისა და ბიზნესის სფეროში — გასულ წელს ორმხრივმა სავაჭრო ბრუნვამ 248 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 70%-იანი ზრდაა. ავტომობილები, სათადარიგო ნაწილები, მექანიკური და ელექტრონული მოწყობილობები წარმატებით შევიდა საქართველოს ბაზარზე. ამავე დროს, ქართული წითელი ღვინო დიდი პოპულარობით სარგებლობს შაანსის პროვინციაში და ძალიან თბილად არის მიღებული ადგილობრივი მოსახლეობის მიერ.

კავშირებისა და ტრანსპორტის მიმართულებით, საქართველო მნიშვნელოვან ჰაბს წარმოადგენს ჩინეთ-ევროპის სატვირთო მატარებლების დასავლეთის მარშრუტზე. დღეისათვის უკვე გავუშვით 601 მატარებელი, ხოლო მხოლოდ წელს — 116, რაც ძალიან კარგ დინამიკას აჩვენებს. ამჟამად ჩვენს ორ მხარეს შორის უკვე ფუნქციონირებს ექვსი საერთაშორისო სატვირთო ავიამარშრუტი. გვჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევით 2027 წელს შესაძლებელი იქნება შიანსა და თბილისს შორის პირდაპირი სამგზავრო ავიარეისების ამოქმედება. ამჟამად შაანსიში სამი ქართველი სტუდენტი სწავლობს. ეს გვაჩვენებს, რომ ზემოხსენებულ სამ სფეროში თანამშრომლობა უკვე მნიშვნელოვან შედეგებს იძლევა და მომავალში კიდევ უფრო დიდ პროგრესს ველით.

ბატონო თავმჯდომარევ, ძალიან გვიხარია და პატივია თქვენი მასპინძლობა. ვიმედოვნებთ, რომ ეს ვიზიტი კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს მეგობრობასა და თანამშრომლობას სხვადასხვა დონეზე და სფეროში. ვაჭრობის მიმართულებით გვჯერა, რომ ნულოვანი ტარიფების პოლიტიკის უკეთ გამოყენებით შევძლებთ ჩინური ავტომობილების, ელექტრონიკისა და მექანიკური პროდუქციის ექსპორტის გაზრდას საქართველოში, ხოლო ქართული ღვინო და მინერალური რესურსები უფრო ფართოდ შევა შაანსის ბაზარზე.

და ძვირფასო მეგობრებო, სასიამოვნო და წარმატებულ ყოფნას შაანსიში. დიდი მადლობა“, - აღნიშნა შანსის პროვინციის კომიტეტის მდივანმა.

შალვა პაპუაშვილი ჩინეთის შაანსის პროვინციის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა.