გზებზე უწყვეტი წითელი ზოლი გამოჩნდა - რას ნიშნავს ახალი მონიშვნა და რამდენია ჯარიმა
1787163007
ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მეშვიდე სხდომა გაიმართება. ევროკავშირის საბჭოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თავმჯდომარეობით გაიმართება.
„ასოცირების საბჭო განიხილავს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს, მისი ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის ფონზე, ფოკუსირებული იქნება პოლიტიკურ დიალოგსა და რეფორმებზე, ეკონომიკურ და სექტორულ თანამშრომლობაზე, ვაჭრობასთან და ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხებსა და კონფლიქტების მშვიდობიან გადაწყვეტაზე.
ევროკავშირისა და საქართველოს წარმომადგენლები გაცვლიან მოსაზრებებს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაზე, განსაკუთრებით რეგიონულ საკითხებზე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.