„ბიზნესთან ერთად, შევიმუშავებთ გზებს, რათა სისტემა მთლიანად გავხადოთ მომხმარებელზე ორიენტირებული“ - ნინო წილოსანი ფასების დარეგულირებაზე

ნინო წილოსანი

 ქართულ ბაზარზე ფასების დარეგულირების საკითხს, სამთავრობო გუნდის პარალელურად, საპარლამენტო კომისია შეისწავლის. პლენარულ სხდომაზე კომისიის შექმნას კანონმდებლები კენჭს დღეს უყრიან.

სამუშაო ჯგუფთან დაკავშირებული დადგენილების პროექტი ბიუროს გუშინ უკვე წარედგინა. მანდატის ფარგლებში, საპარლამენტო შემადგენლობა კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდება.

 

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ნინო წილოსანის განცხადებით, საპარლამენტო კომისია ბიზნესთან ერთად აპირებს მსჯელობას, თუ როგორ იქნება შესაძლებელი ბაზარზე ფასების რეგულირება.

"მიმდინარე კვირაში, ფასებთან დაკავშირებული საპარლამენტო კომისია დაიწყებს მუშაობას. კომისიის მიზანია, პროცესი გახადოს გამჭვირვალე. გვინდა, დეტალურად მოვიკვლიოთ, სად, რა ლოგიკური, ან ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე ხდება ფასის მატება.

ამავდროულად, ბიზნესთან ერთად, შევიმუშავებთ გზებს, რათა სისტემა მთლიანად გავხადოთ მომხმარებელზე ორიენტირებული. დარწმუნებული ვარ, რომ მათ თანამშრომლობის სურვილი ექნებათ, ", - განაცხადა ნინო წილოსანმა.