წყალი 19:00 საათამდე შეწყდება - გადაამოწმეთ მისამართები
1792397943
თბილისის მუნიციპალიტეტის VIII მოწვევის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა, ისნის რაიონის (ვაზისუბნის ოლქი) მაჟორიტარმა დეპუტატმა ბექა მენთეშაშვილმა 2025-2026 წლებში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა.
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა და გარემოს დაცვის კომისიის წევრმა ბექა მენთეშაშვილმა, წარმომადგენლობით ორგანოში გაწეული საქმიანობის გარდა, საანგარიშო პერიოდში ისნის რაიონში განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ ისაუბრა.
პრეზენტაციისას უმრავლესობის წევრმა ისაუბრა ისნის რაიონში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების, სკვერებისა და სტადიონების მოწყობა-რეაბილიტაციის, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული სამუშაოების შესახებ.
მისი ინფორმაციით, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა სრული რეაბილიტაცია ჩაუტარა მეფე ერეკე მეორის პარკს, ხოლო პარკში თბილისის მერიისა და კულტურის სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით მეფე ერეკლე მეორის ძეგლი დაიდგა.
ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ვაზისუბანში და მერვე ლეგიონში საანგარიშო პერიოდში მოეწყო საბავშვო და სავარჯიშო მოედნები, საფეხმავლო ბილიკები, დაირგო სხვადასხვა სახეობის მცენარეები და რეაბილიტირდა სპორტული მოედნები.
ბექა მენთეშაშვილმა ანგარიშის წარდგენისას აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში აქტიურად მართავდა შეხვედრებს ადგილობრივ მოსახლეობასთან როგორც სამაჟორიტარო ბიუროში, ასევე ადგილზე ეცნობოდა მოქალაქეთა საჭიროებებსა და პრობლემებს.
ერთი წლის ანგარიში საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში (SEU) გაიმართა, რომელსაც საკრებულოს წევრები, მოწვეული სტუმრები და ადგილობრივი მაცხოვრებლები ესწრებოდნენ.