ავთანდილ თალაკვაძე გაღმა დვაბზუსა და დაბა ნასაკირალის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციას დაესწრო

ავთანდილ თალაკვაძე

გაღმა დვაბზუსა და დაბა ნასაკირალის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს - სამუშაოებს ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე ადგილზე გაეცნო. 

„ვასრულებთ ჩვენი მოქალაქეებისთვის მიცემულ კიდევ ერთ პირობას - გაღმა დვაბზუსა და დაბა ნასაკირალის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციას ვაკეთებთ. პროექტი, რომლის ღირებულებაც 575 705 ლარს შეადგენს, მომავალი წლის აპრილის თვეში დასრულდება. შედეგად, მოეწყობა 2 000 მეტრი სიგრძის გზა.

ოზურგეთის სახელით, მადლობას ვუხდი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ამ პროექტის მხარდაჭერისთვის!“- განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.