ცნობილია, რამდენი ქულა მიიღო საქართველომ საბავშვო ევროვიზიაზე
1792877386
5 ოპოზიციური ძალის აკრძალვის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში ხვალიდან განახლდება. სხდომები მთელი კვირის განმავლობაში გაგრძელდება, ხვალ კი მოსამართლეთა პლენუმი გამოაცხადებს გადაწყვეტილებას ოპოზიციის მე-11 და გახარიას პარტიის მე-4 შუამდგომლობაზე, რომელიც მოწმეთა დაკითხვას და კონსტიტუციურ სარჩელზე მტკიცებულებების დართვას ეხება, მათ შორის, 4 ოქტომბრის ძალადობრივ შტურმზე, 20 ივნისის მოვლენებსა და სოფელ ჩორჩანაში პოლიციის საგუშაგოს განთავსების შესახებ. შუამდგომლობის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძველს ვერ ხედავს მოსარჩელე მხარე.
უმრავლესობის დეპუტატები ამბობენ, რომ დაუსაბუთებელი მოთხოვნებით ოპოზიციას პროცესის გაჭიანურება სურს. ეს მითითება მოპასუხე მხარემ თავად მოსამართლეებისგანაც არაერთხელ მიიღო. მოსარჩელე მხარე ამბობს, რომ ასაკრძალთა სიაში მყოფ პარტიებს არ აქვთ მტკიცებულებები, რასაც კონსტიტუციურ სარჩელს დაუპირისპირებენ.
თავდაცვისა და უსაფრთხოების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, მმართველ გუნდს ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობისა და აკრძალვის შესახებ სარჩელთან დაკავშირებით მყარი სამართლებრივი არგუმენტები აქვს და დარწმუნებულია, რომ სასამართლო შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.
"მიგვაჩნია, რომ მყარი არგუმენტები გაგვაჩნია და რა თქმა უნდა, იმაში რომ არ ვიყოთ დაიმედებული და დარწმუნებული, რომ ეს არგუმენტები იმდენად მყარია, რომ გადაწყვეტილება იქნება ის, რასაც ჩვენ ვფიქრობთ, რა თქმა უნდა, არც კი წამოვიწყებდით ამ პროცედურას, მაგრამ რადგან წამოვიწყეთ, დარწმუნებულები ვართ.
შეფასება მიეცემა ასეთი ტიპის საქმიანობას არაკონსტიტუციურის. სამომავლოდ, ყველა პოლიტიკურ ორგანიზაციას ეცოდინება მსგავსი ნაბიჯების გადადგმა რას გამოიწვევს მათ წინააღმდეგ და ესეც შეუწყობს ხელს კონსტიტუციური პროცედურების დაცვას, სამართლის ჩარჩოებში მოქცევას პოლიტიკური ორგანიზაციებისა. მათ ეცოდინებათ წინასწარ, რა არ უნდა გააკეთონ და რა თქმა უნდა, იმ ადამიანებისგან, რომლებიც ამკვიდრებდნენ არაკონსტიტუციურ სიტუაციას საქართველოში და იმ ორგანიზაციების განსაკუთრებით, რომლებიც ამას აკეთებდნენ, აეკრძალებათ საქმიანობა, რაც იქნება ძალიან სამართლიანი“, - აცხადებს თავდაცვისა და უსაფრთხოების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი თენგიზ შარმანაშვილი.